„საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ?
რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით?
რატომ უწევთ ჭიდაობა სამოქალაქო აქტივისტებს რუსთაველის გადასაკეტად?
ეს ქვეყანა თქვენი არაა?
ისტორია გადაგიწერეს, ომი საქართველომ დაიწყოო. „ვარდების რევოლუცია“ გადატრიალება იყოო, ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა შევცვალოთო.
სახელმწიფოებრივ ღალატს პირდაპირ ეთერში ჩადიან. თქვენ სად ხართ?
ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე.
ანტონ ჩეჩინს, რომელსაც 8.6 წელი მიუსაჯეს, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. ესაა ტრაგედია. ეს არ უნდა დავუშვათ!
ყველაზე აუტანელი ციხეში ყოფნა ჩემთვის იმიტომ არის, რომ ვერ გავდივარ რუსთაველზე.
გთხოვთ, ჩემს მაგივრად მაინც გადით“,
ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი ნინო დათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.