“ბუნებრივია, აშს-ის საელჩო, ენმ-ის მეთოდებით მოქმედებას, მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებს. მე ამის ღრმად მწამს. ან რატომ ჰგონიათ, აშშ-ში წასვლა, არწასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ მოაქცია. ვინმეს მართლაც, რომ ეკადრებინა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება ეს პირიქით უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში იციან კოლეგიალობის და ღირსების ფასი. […]

ქართული ოცნების თავჯდომარე აშშ-ს საელჩოს თხოვნით მიმართავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელონ.

“აშშ-ის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება იმაზე საუბარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაული და დისკრიმინაცია არ ჩაუდენია, თუმცა სპეკულაცია გრძელდება და ამ სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადება არ გაავრცელებს, რაც გასაგები იქნება სრულიად, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო”

ამბობს ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე.