საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ ლოდში კომენდანტის საათი ცხადდება.
“ფრიად სასწრაფო! ქალაქ ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში! საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს”,– წერია საელჩოს განცხადებაში.
მათივე განცხადებით, 8:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.
“აშკელონი, აშდოთი, ბეერ-შევა, შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.
გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ თია სივრცეში ყოფნისგან;
განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს”,– აცხადებს საქართველოს საელჩო ისრაელში.