„არა თუ შეიზღუდონ, პირიქით, ჩვენ მათ შორის, განსაკუთრებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ, რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი. 26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი. გვინდა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო, როგორც ეს უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყნის ბედზე, მის მოწყობაზე, მის ინსტიტუტებზე გადაწყვეტილებას იღებდეს ქართველი ხალხი, თუ გვინდა რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ გარედან? ოპოზიცია გვთავაზობს, რომ სისტემა გარედან რას გვეტყვიან იმაზე იყოს, იმისთვის, რომ კომფორტში ამყოფონ საკუთარი მფარველები გარეთ, ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ რასაც იტყვის ქართველი ხალხი, ისე იქნება ამ ქვეყანაში. ასე რომ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა და დამკვირვებელმა უნდა დაინახოს, რა არის ქართველი ხალხის ნამდვილი არჩევანი,“
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.