“უახლოეს დღეებში იგეგმება უკვე პირველი საერთაშორისო დელეგაციის ჩამოსვლაც ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის საპატიმროში მონახულების მიზნით, მე ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ მიმართულებით გასული დღეების მანძილზე. ველოდებით შესაბამის უფლებას, რომელიც უნდა გასცეს ხელისუფლებამ ამ ადამიანებისთვის, რომ მიეცეთ შესაძლებლობა შეხვდნენ სააკაშვილს. ველოდებით უფლებას, რომ ძალიან მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ევროპელი წარმომადგენლები შეხვდნენ სააკაშვილს საპატიმროში.

ეს იქნება სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტი. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ საერთაშორისო რეაგირების, რომელსაც ჩვენ ვნახავთ ჩვენ უახლოეს მომავალში, არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ საერთოდ იმ ვითარებაზე, რაც არის ქვეყანაში შექმნილი”

აცხადებს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ტვ პირველის ეთერში.