„როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას სახელმწიფოს საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება იყოს შეფასებული კრიმინალად. მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას ადგენს, ეს არის შესაბამისი უწყების საქმე. მაგრამ ზოგადად, ყალბი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. თუმცა, მე არ ვაძლევ [კვალიფიცირდეს].
ეს შთაბეჭდილება კი არ იყო, კონკრეტულად ტელევიზიას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული. ეს იყო შეგნებულად მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია.
როცა კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, ეს რა თქმა უნდა, სამართლებრივადაც შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა“.
ასე უპასუხა, “ფორმულას” კითხვას: დანაშაულია თუ არა საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობა და თუ არა, როგორ ახსნის, რომ სუსმა გამოძიების ერთ-ერთ მუხლად შეარჩია მტრულ საქმიანობაში დახმარება? “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.















