“საერთაშორისო პოლიტიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი ცვალებადია. თუ გიკითხავთ თქვენ 2012 წლამდე როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან? იყო ძალიან დაბალ დონეზე. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა ესა თუ ის დაფინანსება. რა თქმა უნდა, როცა არის სესხზე საუბარი. ჩვენ 2012 წლიდან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უმაღლეს ნიშნულს მივაღწიეთ, ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. აბა, რით კეთდება ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ? რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსებით. სად იყვნენ 2012 წლამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები თუ კითხულობთ?! ეს არის ყოველდღიური მუშა პროცესი. ნუ ქმნით ამისგან ტრაგედიას!“
განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარს ამბობს.