ან უნდა დაარწმუნო საერთაშორისო პარტნიორები რომ მართალი ხარ, ან დაუჯერო მათ რჩევას და შეხვიდე პარლამენტში , – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
“მე მესმის ისე, როგორც არის ნათქვამი, რომ საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო იმაში, რომ შენ მართალი ხარ და სიმართლე არის შენს მხარეს, ან დაუჯერო მათ რჩევას და შეთანხმდე ხელისუფლებასთან და შეხვიდე პარლამენტში. ზოგადად, დიდი შანსია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ ვხედავ ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმას”, – აცხადებს ხვიჩია.