” საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ”,– ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ TV პირველის კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.
“მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას… საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ”, – უთხრა მან ჟურნალისტს.
ცნობისითვის, რუსეთმა უკრაინში ომი 24 თებერვალს დილით დაიწყო. სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 11 დღეა გრძელდება.