საერთაშორისო სკანდალია, საქართველოში არ შემომიშვეს – დმიტრი გორდონი

უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი ადასტურებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის Instagram-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრა სურდა.

“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდი პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას. ახლახანს ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზი არ მითხრეს. ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ ახლახანს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დააორგანიზოს ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში.

ყველაფერი, რაც მოხდა, ეს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი. მივფრინავ კიევში იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩამოვფრინდი. შევხვდებით სახლში”,– წერს ის.