”საერთოდ არ მაინტერესებს არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია ”- პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აღარ აინტერესებს და მათზე არც კომენტარების გაკეთებას აპირებს.
“არც მელიაზე და არც არავისზე ოპოზიციაში, კომენტარს აღარ ვაპირებ საერთოდ. თუ ვინმეს რამე ჩემთან დაკავშირებით წუხილები აქვს და ჭმუნვები, იციან ჩემი ტელეფონის ნომერი და შეუძლიათ დამიკავშირდნენ. საერთოდ არ მაინტერესებს არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია”, — განაცხადა ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილმა.