ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას პასუხობს საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო შექმნის შესახებ. მისი აზრით, ოპოზიციის საერთო სია ივანშვილისთვის ხელსაყრელი იქნება.
“საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მათ კვლავ დაყოს პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად, თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად, წარსულად და მომავლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს, არ შეასრულოს და რამდენიმე თვეში თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად დაგვემშვიდობოს და აგოს პასუხი. “– აცხადებს ნათელაშვილი.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლისკენ სააკაშვილმა ოპოზიციას გუშინ მოუწოდა.