საეტაპო, ძალიან საქმიანი მოხსენება იყო – თურნავა ღარიბაშვილის ანგარიშზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს “საეტაპოს” და “საქმიანს” უწოდებს.

მისი თქმით, ეკონომიკის აღმავლობა დაიწყო.

“საეტაპო მოხსენებაა, რადგან ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. პირველი ასი დღე გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა მთავრობის ხელმძღვანელობა. ძალიან საქმიანი მოხსენება იყო. ეს პერიოდი არის მნიშვნელოვანი, რადგან ვახერხებთ და ვებრძვით პანდემიას ისე, რომ არ ხდება ეკონომიკის ჩაკეტვა და პირიქით – დაიწყო ეკონომიკის აღდგენა და აღმავლობა. ეს ასახულია რეალურ ციფრებში – არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ლარი მყარდება, კარგად ვითარდება ქართული წარმოება, ექსპორტი. ბევრი სასიკეთო რამ ხდება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.