თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი, რომელშიც საეჭვო ნივთიერებები აღმოაჩინეს. ადვოკატი დღეს მთავარ პროკურტურაში მივიდა. მას გამოძიებასთან კითხვები აქვს ახალ გარემოებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ “კლოფელინის” კვალი დაფიქსირდა, თუმცა როგორც რამიშვილი ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნის არ არის.“თვითონ ბოთლში აღმოჩენილია “კარდოლაქსი” და “დოქსილამინი”. “დოქსილამინი” ძალიან იშვიათი მედიკამენტია არ მოიძებნება. ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი. კლოფელინს ტოქსიკოლოგები ჟარგონულად ეძახიან “კონტროლს” რომელიც ადამიანს თიშვს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი კლოფელინის არანაირი შუშა. ეს კიდევ იმას ადასტურებს რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი“ – ამბობს მიხეილ რამიშვილი