სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ კოვიდინფიცირებული, მოქალაქე სალომე კვარაცხელია საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს რადგან მას სუნთქვა უჭირს, ძლიერი ტკივილები აქვს, სიარული უჭირს, და გული წაუვიდა. მთელი დღის განმავლობაში 112-ს ელოდებოდა რათა ტესტი გაეკეთებინა მაგრამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამ დრომდე არ მისულა მასთან და მდგომარეობა დამძიმდა.
ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო მოქალაქე ვერ შეძლებდა ახლოს მდებარე საავადმყოფომდე მისვლას რადგან მანქანა არ ჰყავს, ფეხით ვერ მივა, სასწრაფო არ მიდის. შესაბამისად 144 -ში ერთჯერადად საშვის დაშვებას აზრი არ ექნებოდა რადგან ფიზიკურად ვერ მოახერხებდა საავადმყოფოში მისვლას.
მის სტატუსს: “საშვიანი ვინმე არ მყავხართ უბრალოდ რომელიმემ სავადმყოფომდე მიმიყვანეთ” დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სალომემ სტატუსი გამოაქვეყნა რომელსაც, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ რომელსაც ღამის საათებში გადაადგილების უფლება აქვს, სალომეს დაუკავშირდა და საავადმყოფომდე მიყვანა შესთავაზა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულია ვიდეოც სადაც 9 საათიანი ლოდინის შემდეგ 112-ს უკავშირდება.
“ყველაფერი მტკივა, გულზე ძალიან მაწვება ზურგზეც გადამივიდა. ტესტი აღებული არ მაქვს მთელი დღეა 112-ს ველოდები,არც სასწრაფო მოდის არც კერძო არც ფასიანი” – ამბობს სალომე კვარაცხელია