სავალდებულო ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადება 5 ათასი ლარით განისაზღვრება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება – ამის შესახებ დღევანდელ სესიაზე გახდა ცნობილი, სადაც მეორე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.

დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.

„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.