“სავალუტო ფონდის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ არის შეწყვეტილი. პროგრამის მიმოხილვა არის დროებით შეჩერებული. შეწყვეტასა და შეჩერებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს მიმოხილვის გაგრძელება შესაძლებელი იქნება და სავალუტო ფონდის ბორდზე ჩვენი პროგრამის გაგრძელება მოხდება.
მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამა შეჩერებულია, ფისკალურ ნაწილში შეთანხმებული პროგრამის პრინციპებს მივყვებით, მათ შორის, დეფიციტის, ვალის და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც არის გაწერილი.
სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის კარგი არ არის, არის დამაზიანებელი და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის აღდგენას შევძლებთ…შეჩერება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია” ამბობს კაკაურიძე, რომელიც პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ “ევროოპტიმისტებს“ 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე შეხვდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია.