სავარაუდოდ, მაჟორიტარად კენჭს არ ვიყრი – ნინო ბურჯანაძე

”ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარად სავარაუდოდ კენჭს არ იყრის.

“საბოლოოდ არ გადამიწყევეტია. სავარაუდოდ, მეტი შანსია რომ არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად. თქვენ იცით მაჟორიტარს როგორ სჭირდება ყველა სოფელში და ოჯახში მისვლა იმისთვის, რომ მაჟორიტარული ოლქი მოიგოს და ამის შეთავსება პარტიის თავმჯდომარეობასთან და მთელ საქართველოში კამპანიის წარმართვასთან არის ძალიან რთული, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე მთავარ არხზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია პირველივე ტურში შეთანხმდეს საერთო კანდიდატებზე, რათა გაუადვილდეთ კოორდინაცია, “ქართულ ოცნებას” კი გაურთულდეს ბრძოლა.