“სავარაუდოდ მთავრობა არსებულ ბერკეტებს გამოიყენებს აქციის წინააღმდეგ”- “ევროპული საქართველოს” შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძე, აცხადებს რომ სავარაუდოა, რომ მთავრობა მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებს დაანონსებული აქციის წინააღმდეგ.
“ის ფაქტი, რომ ახლა დაგეგმილია დიდი აქცია და ეს ივანიშვილს აღელვებს, ყველამ კარგად ვიცით. გამოიყენებს თუ არა ამ კრიზისულ ვითარებაში მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რომელიც უკონტროლო ბერკეტებია, ეს ადვილი გამოსაცნობია ალბათ კი. ვიცით, რომ მთავრობამ ეს ბერკეტი მიიღო პარლამენტისგან, როცა უნდა გამოიყენებს შეზღუდვებს. ამის პოლიტიკური კრიზისის წინააღმდეგ გამოცნობის საფრთხე არსებობს”, – განაცხადა კაპანაძემ.