საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სავარაუდოდ პოლიციელის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროა გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახურეობრივი შემოწმება უკვე დაიწყო. მოხდება შესაბამისი რეაგირება”,- აცხადებენ უწყებაში.
ზუგდიდში, სავარაუდოდ პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტები “დროას” წევრმა, მარიამ სიჭინავამ გაავრცელა.