ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთს, სავარაუდოდ, სურს მნიშვნელოვანი წარმატებების დემონსტრირება 9 მაისის გამარჯვების დღის აღნიშვნამდე.
“ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ძლიერად ეცდებიან ისინი, განახორციელონ ოპერაციები ამ თარიღამდე”,– აცხადებს დაზვერვა.
მათივე ცნობით, რუსული ძალები ახლა მიიწევენ დონბასში კრამატორსკის მიმართულებით, რომელიც განიცდის მუდმივ სარაკეტო თავდასხმებს.
“რუსეთის საჰაერო აქტივობის მაღალი დონე გრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს, მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს თავის შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩაახშოს და გაანადგუროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები”,– ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.