სავარაუდოდ, ხვალიდან უკრაინაში ავიამიმოსვლა შეწყდება – უკრაინელი დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ სავარაუდოდ ხვალიდან ავიაკომპანიები უკრაინისკენ ფრენებს შეწყვეტენ. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ავიაკომპანიამ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„სავარაუდოდ ხვალიდან, კიევის დროით 16:00 საათიდან, უკრაინაში ავიამიმოსვლა შეწყდება.

ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ უკვე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ხვალიდან, ლონდონის დროით 14:00 საათიდან (კიევის დროით 16:00 საათიდან) უკრაინის საჰაერო ზონაში მყოფი სამოქალაქო ფრენების დაზღვევა შეწყდება. თვითმფრინავების მფლობელები, რომლებიც ლიზინგში არიან, უკვე უკრძალავენ თავის თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენას

ამ მომენტისთვის, KLM-მა გააუქმა მისი ფრენები, Sky Up ფუნშალი-კიშინოვის რეისს უკვე ასრულებს, დღეს ველით აკრძალვებს Air France-სგან.

მნიშვნელოვანია, რომ თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და სახლში დაბრუნებას ცდილობთ, ახლა ამის გაკეთების საუკეთესო დროა, რადგან უახლოეს 1-2 კვირაში, სავარაუდოდ ძალიან რთული იქნება დაბრუნება.“ – წერს დეპუტატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.