საველე ჰოსპიტალში 500-მდე საწოლი გაიშლება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალში 500-მდე საწოლი გაიშლება და მათი უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი..

“დღესდღეობით უკვე გამართულია ყველა ინვენტარი და მოწყობილობა, გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, იმისთვის, რომ მოხდეს მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს საწოლებს ჟანგბადით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდმართვის პირობებში”, – თქვა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს.

ცნობისთვის, გუშინ დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო.