გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მამამ 3 თვის შვილი მოკლა. დაჭრილია გარდაცვლილი ჩვილის დედაც.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციამ შვილის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.