ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის თქმით, საზიარებელი კოვზი “ღვთიური ენერგიის მატარებელია” და თუ ადამიანი მას უბრალოდ შეეხება, ის აუცილებლად განიკურნება.
,,საზიარებელი კოვზი ეხება ქრისტეს ხორცსა და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება, მაგრამ უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და ის განიკურნება – ამიტომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო”, – ამბობს მეუფე დანიელი საკვირაო წირვა-ლოცვაზე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მაინც ტარდება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს და მას კვლევა არ სჭირდება. მან ამ განცხადებით ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უპასუხა, რომელმაც თქვა, იმის დადგენას, სახიფათოა თუ არა საერთო კოვზით ზიარება, სამეცნიერო კვლევის ჩატარება სჭირდება.