”საზოგადოების ყველა წევრმა, ვისაც ინფორმაცია არ ჰქონდა, ნათლად დაინახა, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი არაკომპეტენტურია, მას საკუთარი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით შეეშინდა კომიტეტის წინაშე წარმდგარიყო, მოესმინა კითხვები და გაეცა პასუხები – სწორედ ამიტომ გადადგა ეს სამარცხვინო ნაბიჯი”
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.
აქვე შეგახსნებთ, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატების შესარჩევ საკომიტეტო გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა მას საკუთარი კანდიდატურა არ მოუხსნია.