საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი გუშინდელი უხერხულობისთვის – მდინარაძე

ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რადგან გუშინ ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, სინამდვილეში კი ის თბილისში იყო.

„თქვენ ალბათ, გგონიათ, რომ მე ბოდიშის მოხდა გამიჭირდება. ჩემთვის პირველი – იყო ცოტა უხერხული სიტუაცია, რომელიც საღამოს აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარეობდა. ახლავე შემიძლია საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისთვის და მე ამას ვაკეთებ, მაგრამ ერთია, რომ რაც არ უნდა პირადი ემოციები ყოფილიყო, გუშინ საღამოს მთელი ქვეყანა დარწმუნდა ერთ რამეში, რომ სპეცოპერაცია წარმატებით შედგა და რომ არა ისე დაგეგმილი მთელი დღე, როგორც ეს დაგეგმეს ქართველმა სამართალდამცავმა უწყებებმა, ეს ოპერაცია ასეთი წარმატებით არ ჩაივლიდა. დანარჩენი არის დეტალები, რაზეც ყურადღების გამახვილება არ ჭირს. თქვენ რაც მითხარით, ახლა ის გავაკეთე, რაც არ უნდა უცნაური იყოს თქვენთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ვერ ასახელებს მიზეზსს, თუ რის გამო ამტკიცებდნენ მმართველი პარტიის ლიდერები, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იყო.კ