”პოლიტიკური სპექტრისადმი ნდობა –  ვიცით ხოლმე რომ ვიღაცები აინთებიან, რადგან აღმოაჩენენ, რომ საზოგადოებას პროდასავლური ნარატივები მოსწონს და ადამიანები, რომლებიც უკანასკნელნი არიან ვინც პუტინი ნახეს, მათ შორის ოპოზიციაში არის ეს ხალხი,  მაგალითად ნინო ბურჯანაძე. დღეს ზის რაღაც გადაცემებში ჩემთან ერთად და ერთ კლასად ვართ დანახული მაყურებლის თვალში. მისი საუბრის მომენტში ის იტყუება თუ არ იტყუება შეიძლება ადამიანი ესე აზრის დონეზე არ უკვირდებოდეს, მაგრამ ზურგის ტვინით მთელი საზოგადოება გრძნობს, რომ პოლიტიკოსების ნალაპარაკებში რაღაც პრობლემაა, თითქოს არ ისმინება. ერთია ერთიანობის გაგება მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ არიან თანმიმდევრულები მოქალაქეებმა  “დაამუღამეს”, მართლა ზურგის ტვინით გრძნობენ. ზუსტად იგივე წინადადება რომ სხვამ თქვას გაიგებენ, მაგრამ ზუსტად იგივე წინადადება მაგ ხალხის პირით ნათქვამი არ ისმინება. ეს არის ჩემი აზრით შესაცვლელი.”

ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.