“ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე, კინკლაობის, ქიშპობის, მტრობისა და დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე – “ძალა ერთობაშია”. საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნება ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე. დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს, ოპოზიცია თანხმობის ძიების მაგივრად ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა გარდა იმისა რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის როგორც შიგნით, ისე გარეთ დამაზიანებელი და გარკვეულწილად საფრთხისშემცველია”
მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტარებს.