საზოგადოების პროტესტი გრძელდება! – “სირცხვილია” 6 თებერვალს აქციას გამართავს

მოძრაობა “სირცხვილია” შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად, აქციას არ აუქმებს და პროტესტს აგრძელებს. ისინი კომენდანტის საათის გაუქმებს, კრიზისის მართვის გეგმას და გაუმართლებელი რეგულაციების მოხსნას ითხოვენ.

“საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო! საპროტესტო აქციების დააანონსებამდე მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობდა შეზღუდვების მოხსნაზე.

სამოქალაქო ჯგუფებისა და ბიზნესის ერთიანი პროტესტის შედეგად 8 თებერვილდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლების მუშაობა. 15 თებერვლიდან მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება კვების ობიექტები.

ბიზნესის სხვადასხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია. კომენდანტის საათი ძალაში რჩება,
კრიზისის მართვის გეგმა ისევ არ არსებობს. ამიტომ, საზოგადოების პროტესტი გრძელდება!

ვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას! ვითხოვთ გაუმართლებელი რეგულაციების მოხსნას და კრიზისის მართვის გეგმას! ვიკრიბებით 6 თებერვალს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ!,– ვკითხულობთ სირცხვილიას განცხადებაში.

რა შეზღუდვები იხსნება 8 და 15 თებერვლიდან, სრულად იხილეთ ბმულზე.