“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა 23 649კვ.მ. ფართით და საკუთრებაში არსებული 33 209კვ.მ. მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონზეა განთავსებული.
თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები რიგით მერვე აუქციონზე გაიყიდა. პირველ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 122 432 000 ლარი იყო, თუმცა მისი მყიდველი არ გამოჩნდა. მას შემდეგ ყოველ აუქციონზე შენობის და მიწის ფასი მცირდებოდა, საბოლოოდ კი დღევანდელ აუქციონზე ის 65 000 000 ლარად გაიყიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა თბილისში,პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბერში დასრულდება.