საზღვაო ქვეითებმა და „აზოვმა“ მარიუპოლის პორტიდან ”აზოვსტალში” 500 მებრძოლი შეიერთეს

საზღვაო ქვეითებმა და „აზოვმა“ მარიუპოლის პორტიდან აზოვსტალში  500 მებრძოლი შეიერთეს – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინული მედია, 36-ე საზღვაო ბრიგადის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მებრძოლებმა, შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფებთან ერთად, წარმატებით ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია ”აზოვსტალის” ქარხანაში  მესაზღვრეებისა და პოლიციელების ევაკუაციისთვის. გამოცემის ცნობით,  მათ საბრძოლო მასალა ეწურებოდათ.

ნიკოლაევის საზღვაო ქვეითები და „აზოველები“ ჯავშანტექნიკით გამოვიდნენ საზღვაო პორტის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდნენ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები და ეროვნული პოლიციის რამდენიმე დანაყოფი.

მედიის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა  გზა, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მებრძოლებისკენ,  ბრძოლით „გაწმინდეს“  და 500-მდე წარმომადგენელი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანად დაზიანდა ოკუპანტების ცოცხალი ძალა