“ჩვენ ეხლა საზღვარი რომ დავხუროთ, ამ გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა ხელს შევუწყობთ პუტინს იმაში, რომ მოაგროვოს ეს ადამიანები და გაუშვას საომრად უკრაინაში” – აცხადებს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
“აქ ჩვენ გვაქვს ერთგვარად მორალური დილემა – იმიტომ, რომ ეს ადამიანები გამორბიან, გამორბიან რუსეთიდან იმიტომ რომ არ შეეხოთ მათ მობილიზაცია და არ წავიდნენ საომრად უკრაინაში. შესაბამისად, ჩვენ ეხლა საზღვარი რომ დავხუროთ, ამ გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა ხელს შევუწყობთ პუტინს იმაში, რომ მოაგროვოს ეს ადამიანები და გაუშვას საომრად უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან ძნელად მისაღებია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა საქმეში პუტინს ხელი შევუწყოთ” – თქვა სამხარაძემ.