“ამას პირდება ის საკუთარ მხარდამჭერებს უკვე არაერთი წელია, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა მან იმედები საკუთარ ამომრჩეველს. [მიხეილ სააკაშვილი] მხდალია, მშიშარა და გაუჭირდება, ალბათ ამ ანონსის შესრულება, თუმცა ვნახოთ, თუ შემოვა, მას მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს.

ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცავ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. რაის 40 ათასი ადამიანი, 5 ათასი კაცი ვერ შეკრიბეს აქციები როცა ჰქონდათ. არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, ლამაზად მოხვდება საზღვიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე.