საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 უბნიდან შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს.
“კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. წარდგენილი საჩივრებიდან საია 117 უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ.