“საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს ჩემი მონაცემები?ისეთი ინფორმაცია რაც ჩემმა ახლობლებმაც კი არ იციან?” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი მთავრობას

“საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს ჩემი მონაცემები?ისეთი ინფორმაცია რაც ჩემმა ახლობლებმაც კი არ იციან?” – მიმართავს  უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ქეთი ლეშქაშელი საქართველოს მთავრობას.

„საქართველოს მთავრობა ერთი კითხვა მაწუხებს და რომ არ დაგისვათ არ შემიძლია! საიდან იციან რუსების სპეც სამსახურებმა ჩემი იურიდიული მისამართი?  საქართველოს პასპორტის ნომერი და სხვა ისეთი ინფორმაცია რაც ჩემმა ახლობლებმაც კი არ იციან?“ – სოციალურ ქსელში წერს ქეთი ლეშქაშელი.

ცნობისთვის, ქეთი ლეშქაშელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმყოფება, მას აქვს სამედიცინო განათლება და ქართულ ლეგიონშიც ამ მიმართულებით მუშაობს.

ამასთანავე 2022 წლის ივლისში პირადი ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემაზე საუბრობდა ასევე ქართველი სამხედრო მიხეილ ქამხაძე.