საიდან მოვიყვანოთ ადამიანები, ვისაც ნათესავი არ ჰყავს – ქადაგიშვილი ნეპოტიზმზე

უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება TV პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის მიხედვით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და, მისი დის ქმარი, ცოლის და და მისი ქმარი საჯარო სამსახურშია დასაქმებული.

ქადაგიშვილის თქმით, ადამიანები იმიტომ “ბულინგდებიან”, რომ მათ თანამდებობის პირებთან ნათესაური, ან მეგობრული ურთიერთობები აქვთ.

“დღეს ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი შეიძლება დაბულინგდეს იმიტომ, რომ მას აქვს უნარო, გახდეს მოსამართლე, ან ბიზნესმენი, სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული. ის შეიძლება ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდეს, რადგან ნათესაობა გააჩნია თანამდებობის პირთან, ან ინსტიტუტში ერთად უსწავლიათ, სკოლაში ერთად უვლიათ.

რა ვქნათ, ამ სამ-ნახევარ მილიონიან ქეყანაში, საიდან მოვიყვანოთ ის ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყანაში არც კლასელი, არც მეგობარი, არც ნათესავი, არც არავინ ჰყავდეს, ვისთანაც შეიძლება ცხოვრებაში შეხება ჰქონია”,– ამბობს ქადაგიშვილი.