მსოფლიოს სამი გავლენიანი გამოცემა The Insider, 60 minutes და Der Spiegel ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებენ. მათ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ასევე ცნობილი როგორც “ჰავანის სინდრომი”, შეიძლება გამოწვეული იყოს რუსული “მთავარი სადაზრერვო სამმართველოს” (GRU) ერთ-ერთი ქვედანაყოფის – 29155 – წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით.
“ჰავანის სინდრომი” პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წელს მოექცა მას შემდეგ, რაც კუბაში 20-ზე მეტი ამერიკელი ოფიციალური პირი ავად გახდა აქამდე დაუდგენელი მიზეზებით. ამის შემდეგ 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ადგილებში. მათ შორის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ არიან ამერიკელი დიპლომატები, ჯაშუშები, სამხედრო ოფიცრები, კონტრაქტორები, ზოგიერთ შემთხვევაში მათი ცოლები, შვილები და შინაური ცხოველებიც კი.
“ჰავანის სინდრომის” დროს ადამიანი მოულოდნელად ავად ხდება. უწევს წნევა, ეწყება ყურების ტკივილი, გულისრევა, პანიკური შეტევა, ესმის უცნაური ხმაური. მსხვერპლის ნაწილი, წლების გასვლის მიუხედავად, დღესაც უჩივის პრობლემებს: ცნობიერების დაბინდვას, კონცენტრაციის პრობლემებს, წონასწორობის დაკარგვას, უძილობას და ა.შ.
თავდასხმები ხორციელდება, რასაც The Insider უწოდებს “მიმართული ენერგეტიკული იარაღის” გამოყენებით. მსხვერპებს ჰქონდათ სიმპომები, როგორიცაა ქრონიკული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, გულისრევა, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, ტვინის ტრვამული დაზიანებები, ზოგიერთმა მსხვერპლს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები ჰქონდა, რომ იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ სამსახური.
გამოცემა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ აკუსტიკურ იარაღს იყენებდა. შემთხვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება. გამოცემის თანახმად, სამიზნე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლი გახდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ დაზარალებული ქალი ქმართან ერთად საქართველოში 2020 წლის თებერვალში პანდემიისას ჩამოვიდა და თბილისში, დიღმში ცხოვრობდა. ქმარი ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო. ჯოი (სახელი შეცვლილია) იხსენებს, რომ ერთ დღეს მოულოდნელად გაიგო ძლიერი, გამჭოლი ხმა, რაც ჰგავდა შეგრძნებას, რასაც ფილმებში ბომბის აფეთქების შემდეგ აღწერენ. ამბობს, რომ ამას სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის ყურისა და თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევა მოჰყვა.
- ”საშრობში ვიყავი როცა გამჭოლი ხმა გავიგე, ისეთი ხმა რომელიც მხოლოდ ბომბის აფეთქებას ჰგავს. ყურები გამეხვრიტა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ფანჯრიდან რაღაც შემოვიდა და მარცხენა ყურზე მომხვდა. მესმოდა გამჭოლი ხმა, ვიგრძენი ყურის და თავის გაუსაძლისი ტკივილი, გულისრევა, როგორც კი ამ ყველაფერს თავი დავაღწიე, მივხვდი რომ ოთახიდან უნდა გავსულიყავი. კიბეებზე ჩავედი და ქვედა სართულზე უსაფრთხოების კამერა შევამოწმე რომელიც შემოსასვლელი კარის გვერდით იყო. მინდოდა, მენახა, იყო თუ არა გარეთ ვინმე, ჩვენს ჭიშკართან მანქანა, შავი მერსედესი იდგა და მას ფოტო გადავუღე, იქვე იყო ქერა ახალგაზრდა კაცი”. – იხსენებს ჯოი
რესპონდენტი ამბობს, რომ როგორც კი ფოტოს გადასაღებად კამერა ასწია, ახალგაზრდა, მაღალი კაცი მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. მოგვიანებით ეს პირი ამოიცნო, როგორც ალბერტ ავერიანოვი, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, GRU-ს, აგენტი.
გამოძიების თანახმად, ალბერტ ავერიანოვი, მუშაობს GRU-ს ელიტურ ქვედანაყოფში, – „ქვედანაყოფი 29155“ – რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ოპერაციაზე პასუხისმგებელი, მათ შორის სკრიპალების მოწამვლასა და ჩეხეთში, ქალაქ ვრტებიცეში საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან. ალბერტი არის ჯგუფის დამფუძნებლის მეთაურის შვილი. აშშ-ის მთავრობის ორი ოფიციალური პირი 60 Minutes-ს ეუბნება, რომ ალბერტი მართლაც იმყოფებოდა თბილისში, როდესაც თავდასხმა მოხდა.
”ის გაწვრთნილი იყო რომ დანაყოფის წევრი გამხდარიყო, 16 წლიდან მისი ნომერი არის ტელეფონის წიგნებში დანაყოფის წევრების. ის უფრო მეტია ვიდრე ანდრეი ავერიანოვის, ბოსის შვილი. ის არის ამ დანაყოფის წევრების კოლეგა. გვჯერა, რომ ამ დანაყოფის, მკვლელობის და დივერსიის რაზმის წევრები იყვნენ შემთხვევის ადგილებში ხელის შეწყობისთვის, ზედამხედველობისთვის ან იმისთვის, რომ პირადად განეხორციელებინათ თავდასხმა ამერიკელ დიპლომატებზე, მთავრობის ოფიციალურ პირებზე – აკუსტიკური იარაღის გამოყენებით”.
როდესაც The Insider-მა დაურეკა ალბერტს, რათა ეკითხა, იყო თუ არა იგი თბილისში ამერიკელ დიპლომატებზე და მათ ოჯახებზე სავარაუდო თავდასხმების დროს, მან მოისმინა კითხვა, შემდეგ ზედმეტად აღელვებულმა იკითხა ვინ ესაუბრდებოდა, როდესაც უთხრეს, რომ ეს იყო The Insider-ის მთავარი რედაქტორი, მან მაშინვე გათიშა ტელეფონი.
გამოცემები “ჰავანას სინდრომს” წლებია იძიებენ. The Insider გამოძიების მთავარ მიგნებებს შორის ასახელებს იმას, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა “არალეტალური აკუსტიკური იარაღის” შემუშავებასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოსთვის სხვადასხვა ჯილდო და პოლიტიკური დაწინაურება მიიღეს. რუსულ სამხედრო ლიტერატურაში ის აღწერილია, როგორც ხმოვან და რადიოსიხშირულ ენერგიაზე დაფუძნებული მოწყობილობები, რადგან ორივე მსხვერპლის ტვინში აკუსტიკურ არტეფაქტებს იწვევს. სამი გამოცემა მიუთითებს იმასაც, რომ GRU-ს აღნიშნული ქვედანაყოფი საბოტაჟის ოპერაციებს პუტინის იმპერიალისტური ოცნებების ასასრულებლად მთელ მსოფლიოში ატარებენ. კრემლი ჰავანის სინდრომთან კავშირს უარყოფს. პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამ საკითხს მედია წლების განმავლობაში უკავშირებდა რუსეთს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბრალდებები უსაფუძვლოა.
მედიის გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ინციდენტებს, რომელიც „ჰავანას სინდრომის” სახელითაცაა ცნობილი, შესაძლოა, ქვედანაყოფ 29155-ის წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღი იწვევდა. გამოძიების მთავარ აღმოჩენებს შორის არის ის ფაქტი, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა მიიღეს ჯილდოები და პოლიტიკური დაწინაურება „არალეტალური აკუსტიკური იარაღის“ შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის, ეს ტერმინი რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც ულტრაბგერით ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება.
60 Minutes-ს რობინ გარფილდმა, კომერციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მისმა მეუღლემ ბრიტა გარფილდმა განუცხადეს, რომ 2018 წელს, მათ გაიგეს უცნაური ხმები ღამით, როდესაც ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ შანხაიში, ჩინეთი. ამას მოჰყვა მეხსიერების დაქვეითების სიმპტომები, მხედველობის დაქვეითება და წონასწორობის პრობლემა, როგორც მათთვის, ასევე მათი შვილებისთვის. 2020 წელს მათ კვლავ ისაუბრეს 60 Minutes-თან და განაცხადეს, რომ მათ კვლავ დაესხნენ თავს, შუაღამისას, ფილადელფიაში, სადაც მკურნალობდნენ ჩინეთში მიყენებული დაზიანებების გამო.
“ღამით ხმაურმა გამაღვიძა და თავიდან მეგონა, რომ სახლში ქურდი შემოიპარა. რომ გავედი ოთახიდან, ბავშვების ოთახში შევედი და საშინელი სურათი დამხვდა – ჩემს ორივე შვილ კრუნჩხვები ჰქონდა. მივედი ერთ-ერთთან, თავი დავდე მის გვერდით და გავიგონე ძალიან უცნაური ბგერა
- კრემლის პასუხი ბრალდებებზე
კრემლმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო დაზვერვა, შესაძლოა, იდუმალი „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან იდგეს.
„ეს სულაც არ არის ახალი თემა. მრავალი წლის განმავლობაში, პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე რუსულ მხარეს სდებდნენ ბრალს“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
”მაგრამ, არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ. ამიტომ, ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა მედიის უსაფუძვლო, უსაფუძვლო ბრალდებები” – თქვა პესკოვმა