საიდუმლო ექსპერიმენტები არ გვაქვს, ვერაფერს მოიპარავდნენ – პაატა იმნაძე კიბერთავდასხმაზე

“საიდუმლო ექსპერიმენტები არ გვაქვს, ვერაფერს მოიპარავდნენ “- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით  ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის არ ეშინია, რადგან “იქ არაფერი საიდუმლო ექსპერიმენტები” მათ არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი “ვერაფერს მოიპარავდნენ”.

“მეორეც ერთი, მე ძალიან არ მაწუხებს ქვეყნის გარედან თავდასხმა. მიჩვეული ვარ მაგას. მე ის მაწუხებს, რომ ქვეყნის შიგნიდან გვიტევენ. გარედანაც და შიგნიდანაც ერთნაირად გვიტევენ და მიჩვეულები ვართ ჩვენ მაგისთვის არ გვცალია კოვიდს ვებრძვით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.