„ეს ააშკარავებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა თავის 90-იანი წლების სახეს. ამ კაცს არაფერი შეუცვლია, რუსეთში როგორც იშოვა მილიარდები, ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებს – ბანდიტური მეთოდები. ივანიშვილს აღარც სასამართლო უნდა, აღარც ფინანსური პოლიციით ანგარიშსწორება, აღარც პროკურატურით, აღარც შსს-თი. არა – საკანი, ბნელი ღამე და ზონდერი. ეს არის ივანიშვილის ლოგიკა. ბატონს მიართვეს მისი ყოფილი თანაშემწის თუ ბიზნესპარტნიორის ნაცემი სახე. ეს არის, ამ მდგომარეობამდე მივიდა და მერე იკითხავენ, ევროპელებს ასეთი სახელმწიფო რატომ არ უნდათო. ქართველები უნდათ ევროპაში, მაგრამ ივანიშვილი არ უნდათ. როგორც ლუკაშენკოა, ასეთი კაცი გვმართავს. შეიძლება ლუკაშენკოს მეტი ღირსებები ჰქონდეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. აქამდე მივედი. რა ვიცი, კატასტროფაში ვართ. მერე ნურავის გაუკვირდება, რომ ამრეზით უყურებენ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ როდესაც მსოფლიოს ახალი წესრიგი ყალიბდება, როდესაც ისტორიული შანსი გვაქვს, მივიღოთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გარანტიები მივიღოთ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ დროს დროს ვკარგავთ რაზე – ბიძია ივანიშვილის ვენდეტებში: რამდენი ბიტკოინი დაუბრუნა ბაჩიაშვილმა და რამდენი არ დაუბრუნა. ამის გამო კაცი ციხეში ლამის რომ მოკლა ცემით, ეს არის ნორმალური? ამაზე უნდა მიდიოდეს ჩვენს სახელმწიფოში საუბარი? ეს ვითარება უნდა იდგეს? არა, მე მგონია, რომ ამ ქვეყანას დიდი პერსპექტივა აქვს და ეს ბიძინა ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია“

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის ადგილობრივი არჩევნების საკითხზე, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურა.