რაც ახლა ხდება, ამ საკანონმდებლო ცვლილებებით არის ის, რაც რუსეთმა გაიარა. ოღონდ რუსეთში ამას დაჭირდა წლები და აქ იგივე რუსები აკეთებენ ყველაფერს გაცილებით უფრო დაჩქარებული ტემპით.
მიზანი ამ საკანონმდებლო ცვლილებების არის ის, რომ ჩაახშონ პროტესტი. მათ შორის, მაგალითად, დახურულ სივრცეში პროტესტის აკრძალვა ალბათ პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ დღეს, როცა მოლში იყო რაღაც, საერთო სახალხო პროტესტი, ძალიან ბევრი პროტესტანტი იყო შიგნით შესული და გამოხატეს პროტესტი. საბოლოო ჯამში მიზანი არის, რომ სუნთქვის საშუალება არ მისცენ იმ ადამიანებს, ვინც არ ეგუებიან არსებულ რეალობას და პროტესტს გამოთქვამენ.
მაგრამ არ გაუვათ! მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც არ უნდა შეზღუდონ.