საკარანტინო ვადები 8 დღემდე შემცირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლის პირობებში, საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად 8 დღე იქნება.

“საკარანტინე სივრცეები, მოგეხსენებათ, ჩვენთან ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში ქვეყანაში შემოსვლის პირობებში. საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე. ვამცირებთ იმისთვის, რომ დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებსაც მათ შორის. იქნება 8 დღე, 8 დღის შემდგომ კი იქნება PCR ტესტი. მე-9 დღეს ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება – 12 დღის თავზე კიდევ ერთი ტესტის გაკეთების”, –  განაცხადა გახარიამ.~

მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში მოქალაქეები საკარანტინო სივრცეს დატოვებენ, თუმცა 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ.