ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით 25 წლის ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალი ორსულად იყო და ის ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა ოჯახმა ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. 2 დღის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ბავშვი გადარჩა.