საკვების გარდა ყველაფერი იყო იმ ქილაში – კახა კალაძე

”საკვების გარდა ყველაფერი იყო” – ასე ამართლებს, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, გუშინ, 21 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე მერობის კანდიდტების დებატებისას მომხდარ ინციდენტს, სადაც, კალაძეს ოპონენტმა, მიხეილ ქუმსიშვილმა პირდაპირ ეთერში უფასო სასადილოდან საკვები ქილით მიუტანა, კალაძემ კი ქილა თითის კვრით ძირს გადააგდო.

”საკვების გარდა ყველაფერი იყო იმ ქილაში. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, ეს იყო უბრალოდ შოუ, რომლის მოწყობაც სცადა ამ კონკრეტულმა ადამიანმა”, – განაცხადა კახა კალაძემ.