მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სუს-ში მისი გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდა. მისი თქმით, გამოკითხვა არ ეხებოდა მის მიერ გასაჯაროვებულ კრებსებს.
“ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს… დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 4 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და ხვალაც გაგრძელდება. მეტის გამხელა არ შემიძლია, საჭიროდ არ ვთვლი, რომ მეტი ვილაპარაკო.
გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა გასაგებია, რომ გამოძიებისა და ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა”, – ამბობს გვარამია.