უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ ნახევრად მიღებული ზომები საკმარისი აღარ არის რადგან უკრაინელებს აუპატიურებენ აწამებენ და კლავენ. კულება წერ,ს რომ ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს ნებისმიერ რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს, როგორც 100%-ით რუსული ნავთობი, რომელიც ”გაჟღენთილია უკრაინული სისხლით”.
„საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ. რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა!
ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე რეალური ემბარგო უნდა დააწესოს. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს. მოდით გარკვევით ვთქვათ: ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს ნებისმიერ რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს, როგორც 100%-ით რუსული ნავთობი. ნუ მისცემთ რუსებს უფლებას, შეზღუდვებს თავი აარიდონ,”- დაწერა კულებამ.