საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არჩევნების შესახებ დაარეგისტრირა. შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სარჩელის დასაშვებობის საკითხის განსახილველად სასამართლო პლენუმი შეიკრიბება. \

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში უნდა სცადონ სამართლებივი დავა.

“ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ”.- განაცხადა ზურაბიშვილმა.