“სამწუხაროდ, ქვეყანაში აცრის მოცვის მაჩვენებელი მაღალი არაა. ორჯერადი აცრის მაჩვენებელი დღევანდელი დილის მონაცემებით, 37%-ია  თუ გვინდა, რომ ომიკრონმა კიდევ არ გააუარესოს ეპიდსიტუაცია, რამდენიმე რეკომენდაციაა, ერთ-ერთია აცრების რიცხვის მაქსიმალურად გაზრდა. მთავარია აქტიური ბუსტერიზაცია. ყველა ადამიანმა, რომელიც ორჯერაა აცრილი, უნდა გაიკეთოს მესამე აცრა, ბუსტერ დოზა, ეს აუცილებელი იქნება. ჩვენ შევალთ საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით, რომ ბუსტერი ორჯერ აცრილებისთვის იყოს აუცილებელი”

აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.