საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათის მოხსნა საჭიროდ არ ჩათვალა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნა განიხილეს, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალეს.

“დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი [კომენდანტის საათის მოხსნაზე] და მოგეხსენებათ, რომ ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არ არის სასურველი. თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და შემდეგ მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე დღეს არ ჩაითვალა [საჭიროდ]. ალბათ, თუ ჩვენ ამ ჩარჩოებში ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, ეს საკითხიც დადგება”, – განაცხადა გამყრელიძემ.