თბილისის საკრებულოში პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” დეპუტატი, ცოტნე კობერიძე წერს, რომ საკრებულოს მიერ დანიშნული მანქანით თბილისის მცხოვრებლებს უფასოდ მოემსახურება.
მისივე განცხადებით, მოქალაქეებს გადაადგილებაში მანამდე დაეხმარება, სანამ საკრებულოს დანიშნული 300 ლიტრი ბენზინი ამოიწურება.
“საკრებულოში დამენიშნა მანქანა, ყოველთვიურად სამასი ლიტრა ბენზინით. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი, ამიტომ ვაპირებ, უფასოდ ვიტაქსავო და გადავიყვანო ადამიანები, ამ ფორმით კი დავაბრუნო მათი ფული. ხვალიდან ქალაქში თუ დაინახავთ თეთრ გირჩის სტიკერიან მანქანას, ხელი დაუქნიეთ. ყოველი გასვლის წინ დავსთორავ და შეგიძლიათ, მომწეროთ მისამართი, სად ხართ.
ჩემი სარგებელი ისაა, რომ ბევრ ადამიანს ვნახავ, მოვუსმენ, პირდაპირი კომუნიკაცია მექნება თბილისელებთან, გავესაუბრები გირჩზე. მგზავრი საჩუქრად მიიღებს გირჩის ლოლიპოპს.
ერთადერთი შეზღუდვა: მანქანაში მხოლოდ pink floyd-ი იქნება ჩართული. როცა ამოიწურება ბენზინი გავჩერდები და შემდეგ თვეს დაველოდები. არც ერთ მეტრს არ გავივლი ჩემი საქმეებისთვის. CC-351-CO”,– წერს კობერიძე Facebook-ზე.